პოლონეთში უცნობმა პირებმა უკრაინული მარცვლეული სატვირთო მანქანებიდან გადაყარეს

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კუბრაკოვის თქმით, პოლონეთში უცნობმა პირებმა სამი სატვირთო მანქანის კონტეინერიდან უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გადმოყარეს და დოროჰუსკის რკინიგზის სადგურთან, ასფალტზე დაყარეს. უკრაინელი მინისტრის თქმით, ეს იყო ტრანზიტული ტვირთი, რომელიც გერმანიის ქალაქ ჰამბურგისკენ მიემართებოდა.
“მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დაუსჯელი დანაშაული ყოველთვის მეორდება. იქნება ეს სამხედრო აგრესია თუ გაფუჭებული მარცვლეული. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ ისე, რომ სხვებს არ გაუჩნდეთ მისი გამეორების ცდუნება”, – წერს უკრაინელი მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.
ეს არ არის უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებისადმი ასეთი მოპყრობის პირველი შემთხვევა.

20 თებერვალს, პოლონელმა დემონსტრანტებმა „მედიკა-შეგინის“ გამშვებ პუნქტზე გააღეს გერმანიისკენ მიმავალი კონტეინერი და უკრაინული სიმინდი რკინიგზის რელსებზე დაყარეს. მანამდე, 11 თებერვალს, ლიეტუვისთვის განკუთვნილი უკრაინული მარცვლეული “იაგოდინ-დოროჰუსკის” გამშვებ პუნქტთან დაყარეს.
9 თებერვალს პოლონელმა ფერემერებმა წამოიწყეს ფართო საპროტესტო აქციები ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიმართ – მათ შორის ზომების, რომლებიც უკრაინის მარცვლეულს პოლონეთში შესვლის უფლებას რთავს, რამაც, ფერემერთა თქმით, მათ პროდუქციაზე ფასის ვარდნა გამოიწვია.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მ 12 თებერვალს მომხდარს “მიუღებელი” უწოდა და თქვა, რომ მონაწილეებმა პასუხი უნდა აგონ.
20 თებერვალს ფერმერებმა წამოიწყეს ახალი აქცია და მთლიანად გადაკეტეს სასაზღვრო პუნქტები, საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.
22 თებერვალს პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ უკრაინის საზღვრებთან არსებული გამშვები პუნქტები, ასევე საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალების მონაკვეთები, შეტანილ იქნება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ნუსხაში. მისი თქმით, ეს იქნება იმის გარანტია, რომ ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარების ტრანსპორტი ში შეუფერხებლად შევა.