შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა დაიწყო.
პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.
პოლიცია სპეც. საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი.
დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს აგინებდნენ.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.
