პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო – გამოიყენეს წყლის ჭავლი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა დაიწყო.
პოლიციამ წყლის ჭავლის მანქანა გამოიყენა პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა ქუჩაზე, ჭიჭინაძის ქუჩაზე.
თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში.
დაშლას წინ უძღოდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის ჭიჭინაძის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი დაძაბულობა და შიგადაშიგ დაპირისპირება.
პოლიცია სპეც. საშუალებებს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეის იყენებდა დემონსტრანტების წინააღმდეგ.
დემონსტრანტების მხრიდან პოლიციის მიმართულებით ისროლეს კვერცხები და სხვადასხვა საგანი.
დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს აგინებდნენ.
პოლიციელებმა ფიზიკურად იძალადეს რამდენიმე ადამიანზე.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სანქციების გვერდის ავლის აღკვეთა არა ვალდებულება, არამედ ჩვენი კეთილი ნებაა – როდესაც ბრიუსელი ამ კეთილ ნებას, მის მიერ დაქირავებული „ენჯეოების“ თავდასხმით პასუხობს, ეს საქართველოს მიმართ მათ საბჭოთა დამოკიდებულებას ამჟღავნებს

ირაკლი რუხაძე – არ ვამბობ, კორუფცია არ ხდებათქო, მაგრამ ბიზნესი ამას ფართოდ ვერ ვხედავთ, მე არ ვლაპარაკობ, იმიტომ, რომ არ შემხებია და ბიზნესი რატომ არ ლაპარაკობს? ოპოზიციური ბიზნესიც არ წუწუნებს – უნდა გავიგოთ, ვინ, სად, რას აძლევდა, რას აკეთებდა