პოლიტიკოსი გადადგა, როცა შეიტყო, რომ არჩევნები მის სასარგებლოდ გაყალბდა – პაკისტანი

ს საოლქო არჩევნებში გამარჯვებულმა მმართველი პარტიის პოლიტიკოსმა თანამდებობის დაკავებაზე უარი თქვა, რადგან, მისი თქმით, არჩევნები მის სასარგებლოდ იყო გაყალბებული.
არჩევნების შედეგების მიხედვით, მმართველი პარტია პაკისტანის მუსლიმთა ლიგა-ნავაზის (PMLN) კანდიდატმა ჰაფიზ ნაიმ ურ რეჰმანმა კარაჩის ოლქში 26 000 ხმა მიიღო, რის შემდეგაც იგი გამარჯვებულად გამოაცხადეს. თუმცა, რეჰმანმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არჩევნებში გაყალბების შემთხვევა აღმოაჩინა. მისი თქმით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა საიფ ბარიმ, რომელსაც პარტია პაკისტან თეჰრიკ-ე-ინსაფის (PTI) უჭერდა მხარს, არჩევნებში სინამდვილეში 31 000 ხმა მიიღო, მაგრამ გაყალბებული მონაცემებით ეს რიცხვი 11 000-მდე შეუმცირეს.
“საზოგადოების აზრს პატივი უნდა ვცეთ, გამარჯვებულს გამარჯვების საშუალება მივცეთ, წაგებულს კი – წაგების, არავინ უნდა მიიღოს რაიმე ზედმეტი”. – თქვა რეჰმანმა გამოცემა Reuters-თან.

ასევე დაგაინტერესებთ