„პოლიტიკა და ბიზნესი უნდა გაიმიჯნოს. ბიზნესის ერთადერთი ვალდებულებაა, გადაიხადოს გადასახადები“ – მიხეილ ჭელიძე

„პოლიტიკა და ბიზნესი უნდა გაიმიჯნოს. ბიზნესის ერთადერთი ვალდებულებაა, გადაიხადოს გადასახადები“ – ამის შესახებ გადაცემაში „ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად“ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესმა მოწოდებები არ უნდა აკეთოს.
„ბიზნესს დიდი ძალა აქვს, დიდი რესურსი, და არ უნდა მიიღოს აქციებში, გადატრიალების მცდელობებში და მიტინგებში მონაწილეობა.
ბიზნესს უნდა სიმშვიდე, პროგნოზირებადი გარემო. ყოველ წელს ასე იყო არჩევნებზე, ყოველთვის ბიზნეს რეგისტრაციები მცირდება, ეკონომიკაც გარკვეულწილად იზღუდება. პირველ სამ კვარტალში, რისი სტატისტიკაც გვაქვს, ძალიან ბევრი მიმართულებით მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებში ზრდა არის. ბოლო პერიოდი ძალიან შეიზღუდა ჰორეკა ბიზნესი, ძალიან დაარტყა, რადგან ტურიზმი ზამთარში ისედაც შემცირებულია და საერთოდ მოკვდა შეგვიძლია ვთქვათ, რაც ბიზნესისთვის ძნელია. მაგალითად რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე, შარდენის ქუჩაზე რესტორნებს და კაფეებს ძალიან დაარტყა. აღარ აქვთ მუშაობა, თვეში შეიძლება 1000 ლარი იყოს ბრუნვა. ეს ყველაფერი ზოგადად ქვეყნის პასუხისმგებლობაა“,- ამბობს მიხეილ ჭელიძე.