პიტერ სიიარტო – გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის

გრენლანდიის საკითხი ევროკავშირის საქმე არ არის, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.

პიტერ სიიარტოს თქმით, უნგრეთი გრენლანდიასთან დაკავშირებით ევროკავშირის ერთობლივ განცხადებას მხარს არ დაუჭერს.

მისი განმარტებით, გრენლანდიის საკითხის მოგვარება დანიასა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შედეგად არის შესაძლებელი.

„ამას ორმხრივ საკითხად მივიჩნევთ. ვფიქრობ, ეს ევროკავშირის საქმე არ არის და გუშინ მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრაზე აღვნიშნეთ, რომ ევროკავშირის ერთობლივი განცხადება საჭიროდ არ მიგვაჩნია“, – განაცხადა სიიარტომ.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად