პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპთან შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების საკითხს განიხილავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, -ის ყოფილ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ში მიმდინარე ომის დასრულების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გარდაუვალია, რადგან „ რუსეთს ვერ დაამარცხებს“ და „რუსეთს მთელი დასავლეთის დამარცხება არ შეუძლია“.
სიიარტოს ცნობით, ორბანი და ტრამპი უნგრეთისა და აშშ-ის ორმხრივ ურთიერთობებსაც განიხილავენ.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში 8 მარტს მიიღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით