პირველი ციფრული ბანკი, პეისერა ბანკი საქართველო, უახლოეს მომავალში სესხების გაცემას დაიწყებს

რეალურ გარემოში ოპერირების დაწყებიდან 6 თვეში, საბანკო ლიცენზიის შესაბამისად, პეისერა ბანკ საქართველომ, საქართველოს ეროვნული ბანკისგან, სალიცენზიო პირობების დაკმაყოფილების შედეგად, მიიღო მომხმარებლისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული საბანკო სერვისების სრული სპექტრის, მათ შორის სესხების გაცემის, უფლება.
საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის 12 იანვრის N11 განკარგულების საფუძველზე, 2024 წლის 12 იანვრიდან სს “პეისერა ბანკმა საქართველომ” მოიპოვა უფლება განახორციელოს კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა საბანკო საქმიანობა და მათთან დაკავშირებული მომსახურებები.
შეგახსენებთ, რომ „პეისერა ბანკი საქართველო” არის ქვეყანაში ერთადერთი ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია მომხმარებელს როგორც ქართული, ასევე ევროპული ანგარიში (IBAN) გაუხსნას . აღნიშნული ევროპული ანგარიში ჩართულია “ევროს ერთიანი გადახდის სივრცეში” (SEPA), რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ ევროში ანგარიშსწორება მოხდეს ისევე მარტივად და მყისიერად როგორც ლარში.
პეისერა ბანკი საქართველოს ბიზნეს მოდელი ევროკავშირის ფინანსურ სისტემასთან ინტეგრაციას ეფუძნება და მომხმარებლებისთვის ინოვაციური ციფრული პროდუქტების შეთავაზებასთან ერთად, უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობას და მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასაც გულისხმობს.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, პეისერა ბანკმა ევროპაში ევროს გადარიცხვა საკომისიოს გარეშე შესთავაზა და ეს შეთავაზება ძალაშია 16 მარტამდე.
2023 წლისთვის SEPA მოიცავს 36 ქვეყანას – ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა, 3 ევროპის ეკონომიკური ზონის ქვეყანა (ნორვეგია, ლიხტენშტაინი, ისლანდია), ასევე გაერთიანებული სამეფო, შვეიცარია, მონაკო, სან მარინო, და ანდორა.