პეტერბურგზე დრონით შეტევა სავარაუდოდ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის ოპერაცია იყო

რუსეთის ქალაქ სანქტ-პეტერბურგში უპილოტო საფრენი აპარატით დარტყმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ წერს სპეცსამსახურებში ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
გამთენიისას რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით ერთი „უკრაინული“ დრონი მოსკოვის ოლქში „გაანადგურეს“, ერთი კი „გზად დაიჭირეს“ ლენინგრადის ოლქში. რუსეთის ხელისუფლებას, განსხვავებით ქალაქ სანქტ-პეტერბურგისგან, რომელსაც საბჭოთა პერიოდში ლენინგრადი ერქვა, მთლიანად ოლქისთვის სახელი არ შეუცვლია.
„უკრაინსკა პრავდას“ წყაროს ინფორმაციით, შეტევა ნავთობის ბაზაზე განხორციელდა „თანამედროვე უკრაინული საშუალებებით“, სამიზნეზე დარტყმა დადასტურებულია, თუმცა, კონკრეტული შედეგების შესახებ მონაცემების მოპოვება გრძელდება.
რუსეთს ნავთობის ბაზაზე დარტყმის შესახებ ოფიციალურად არაფერი უთქვამს. ტელეგრამ-არხის, „ასტრას“ ცნობით, დრონი აფეთქდა სააქციო საზოგადოება „პეტერბურგის ნავთობის ტერმინალის“ ტერიტორიაზე. ეს ობიექტი ქალაქ სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს და რუსული მედიის თანახად, ბალტიის ზღვის რეგიონში რუსეთის ყველაზე დიდი ტერმინალია.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა