პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, იმედს ვიტოვებთ, ასეთი მიდგომა გადაიხედება

პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, იმედს ვიტოვებთ, ასეთი მიდგომა გადაიხედება
პარტნიორები, მით უმეტეს, სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთს სანქციებითა და შეზღუდვით არ უნდა ელაპარაკებოდნენ, ეს ყველაფერი კონტრპროდუქტიული იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ღუდუშაური იმედოვნებს, რომ -ის ელჩი ყველაფერს გააკეთებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადასატვირთად.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ამერიკელი ხალხი არის მეგობარი, პარტნიორი. იმედს ვიტოვებთ, რომ ასეთი მიდგომა გადაიხედება. რაც შეეხება ვიზების საკითხს, არ ვიცი, ვის მიუვიდა მსგავსი შეტყობინება, რომ ვისაც ვიზა არ აქვს, მას ვერ მიიღებსო. სხვა არაფრის თქმა არ შეგვიძლია, გარდა იმისა, რომ ეს ნაბიჯი დააზიანებს და ხელს არ შეუწყობს იმ ურთიერთობას, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს გაცხადებული. საქართველო ამერიკას პარტნიორ ქვეყნად მიიჩნევს, ამერიკელი ხალხი ქართველების მეგობარია და პირიქით. შესაბამისად, ასეთი ნაბიჯები გულდასაწყვეტია და ვისურვებდი, რომ ვითარების შეფასება რეალურად მოხდეს. ელჩმა თავად თქვა, რომ საქართველო-ამერიკის ურთიერთობებისთვის ყველაფერს გააკეთებდა. იმედია, ელჩი თავის სიტყვას შეასრულებს, ყველაფერს გააკეთებს, რომ პარტნიორები ერთმანეთს ასეთი ფორმით არ ესაუბრებოდნენ და ეს ურთიერთობა გადაიტვირთება. ურთიერთობის გადატვირთვის შემდეგ არ უნდა იყოს სივრცე იმასა, რომ ერთმანეთს რაღაც სანქციებით, შეზღუდვებით ვესაუბროთ.
ვიზა მაქვს, რატომ არ უნდა მიყვარდეს მოგზაურობა? მათ შორის, ამერიკაში, მაგრამ უფრო მეტად მიყვარს ჩემი ქვეყანა, განსხვავებით ბევრი ვაიოპოზიციონერისგან, რომლებიც დარბოდნენ და ამბობდნენ, ვიღაცას სანქცია დაედება და ვერ იმოგზაურებსო. ბევრი ქვეყანაა საინტერესო და ნეტავ მოგზაურობის დრო მქონდეს. ვინ სად იმოგზაურებს, ვინ რას მიირთმევს, რას ჩაიცვამს, ეს თქვენი საქმე არ არის. 26 ოქტომბერს ქართველ ხალხთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. სხვათა შორის, 26 ოქტომბერს დაბადების დღე მაქვს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
Previous: ძებნილი კრიმინალის, ავაზაკი ზურაბ ადეიშვილის უსინდისოდ შემფარებელი უკრაინის გენერალური პროკურორი ანდრეი კოსტინი, ჟურნალისტური გამოძიების გამო უმაღლეს რადაში დაიბარეს

ასევე დაგაინტერესებთ

გაზეთი „ახალი ეპოქის“ თანამშრომლები შეიკრიბნენ სტამბა „ომეგა თეგთან“, სადაც დაბეჭდილი იყო გაზეთის ნომერი. ითხოვდნენ დაპატიმრებული ნომერი გამოგვატანეთო და პასუხი იყო სროლა, გახსნეს პირდაპირ ცეცხლი გაზეთის თანამშრომლების მისამართით

25 წელია ჟურნალისტი ვარ და პირადად მე, ასეთი მძიმე სურათი არ მინახავს, როდესაც გლდანის ეკლესიაში მოხდა ის, რაც მოხდა – ეკლესიის კარის შენგრევა სატვირთო მანქანით, იქიდან ბასილ მკალავიშვილის იმ ფორმით გამოყვანა, რა ფორმითაც გამოიყვანეს, ძირს დაყრილი, დასისხლიანებული ხალხი

ჩვენი შიში გქონდეთ – ამას ნერგავდა რეჟიმი და 26 მაისი იყო კულმინაცია, რომლის შემდეგაც ძნელი წარმოსადგენი იყო, იმ ეროვნული ენერგიის აზვირთება, რაც მოჰყვა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენას