პარლამენტს ახალი დეპუტატი, ბიზნესმენი გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს

პარლამენტს ახალი დეპუტატი გიორგი ბარვენაშვილი ჰყავს. გიორგი ბარვენაშვილი საკანონმდებლო ორგანოში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლეა.
გიორგი ბარვენაშვილი „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 71-ე ნომერია.
გიორგი ბარვენაშვილის სახელი ქართულ მედიის ყურადღების ცენტრში 2019 წლის ნოემბერში მოექცა. კერძოდ, მაშინ “მთავარმა არხმა”, “ტვ პირველმა” და “ფორმულამ” გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე „ქართული ოცნების“ ლიდერები ძვირადღირებულ იტალიურ კურორტზე, კომოს ტბაზე, ბიზნესმენ გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ.
მედიების თანახმად, გიორგი ბარვენაშვილის წვეულებაზე იმყოფებოდნენ: თბილისის მერი , იმჟამინდელი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნების“ დეპუტატი , 30-მდე მეგობართან ერთად.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თბილისის მერიამ განაცხადა, რომ კახა კალაძე იტალიის ქალაქ რეჯიო ემილიაში იმყოფება შეკვეთილი ნაძვის ხისა და განათებების დამზადების ბოლო ეტაპის გასაცნობად.
არჩილ თალაკვაძე მედიაში ინფორმაციის გავრცელებიდან მეორე დღეს დილით Facebook live-ში საკუთარ კაბინეტიდან ჩაერთო იმის დასტურად, რომ დასასვენებლად არ იმყოფებოდა.
„გუშინ საღამოს ორმა სატელევიზიო არხმა გაავრცელა უკიდურესად პოლიტიზებული და მიკერძოებული სიუჟეტი, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ თითქოს ახლა მე დასასვენებლად ვიმყოფები კომოს ტბაზე, იტალიაში. სინამდვილეში, როგორც ხედავთ, მე ახლა ვარ საქართველოს პარლამენტში, ჩემს სამუშაო ოთახში და მაქვს ჩვეულებრივი სამუშაო დღე”, – აცხადებს თალაკვაძე ვიდეომიმართვაში 2019 წელს.
გიორგი ბარვენაშვილს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს „ქართული ოცნებისთვის“ 60 ათასი ლარი აქვს შეწირული. ასევე 60 ათასი ლარი აქვს შეწირული ს საარჩევნო კამპანიისთვის 2018 წლის არჩევნებში.