პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა – რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტილია

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 112-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ – დაინიშნოს ახალი და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
პარალელურად სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ განათლების სამინისტროსთან, საიდანაც მოგვიანებით მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადმოინაცვლებენ და პარლამენტის წინ მიმდინარე პროტესტს შეუერთდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა