პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკს ბსუ-ს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა

პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, პარის ლოდრონის ზალცბურგის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარს, ფრანც კოკს ს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, დოქტორ ფრანც კოკს დიდი წვლილი მიუძღვის ბსუ-ს ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო პროექტების განხორციელებაში.
მეცნიერ-მკვლევარი ფრანც კოკი არის ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის ხელმძღვანელი, ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვა პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის – PoSIG და კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ზალცბურგის უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების დეპარტამენტის საერთაშორისო ურთიერთობების, სტუდენტთა კონსულტირებისა და „ერაზმუს+“-ის ოფისის კოორდინატორი, ხელმძღვანელობს ზალცბურგის ეკოენერგიის გაცვლის ასოციაციას.
„პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის სამეცნიერო კვლევის სფერო შედარებითი პოლიტიკაა და ავტორია 12 სამეცნიერო ნაშრომის (მონოგრაფიის).
მეცნიერ-მკვლევარ ფრანც კოკის ხელშეწყობით 2015 წელს დაიწყო ზალცბურგის პარის ლოდრონისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტების თანამშრომლობა. მისი ინიციატივით დაიგეგმა ბსუ-ს ჩართვა „Erasmus+“-ის K-107 ის კონსორციუმში, რომელიც ითვალისწინებდა მიზნობრივად საერთაშორისო ურთიერთობების, ევროპისმცოდნეობისა და პოლიტიკის მეცნიერებების სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მობილობის ორგანიზებასა და „ერაზმუს +“-ის გრანტით დაფინანსებას.
2016 წლიდან პოლიტიკის მეცნიერების დოქტორ ფრანც კოკის ხელშეწყობითა და ინიციატივით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია ზალცბურგის, ტირანას, ლუბლიანას, სკოპიეს, სარაევოს და სხვ. პოლიტიკურ მეცნიერებებში საერთო სამაგისტრო პროგრამის – PoSIG განხორციელების პროცესში, სადაც ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ფუნქციას პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ინტერნაციონალიზაციის პროცესში მონაწილეობა და მისი ხელშეწყობა წარმოადგენდა. დღემდე PoSIG-ის პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურ სემინარებში მონაწილეობას იღებს ბსუ-ს აკადემიური და მოწვეული სპეციალისტები. სემინარები ძირითადად სამი მიმართულებით მიმდინარეობს:
ტრენინგები პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში ერთობლივი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის და სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შესახებ.
ინტერნაციონალიზაციის გაღრმავების მიზნით კონტაქტ-ჯგუფების შეხვედრა, იდეების გენერირება და გასვლა, ერთობლივი კვლევითი და სხვა სახის საერთაშორისო პროექტების (TEMPUS, Capacity Building, Erasmus +, Horizon 2020) შემუშავების მიზნით არაფორმალური კონსორციუმის ჩამოყალიბება. ამ ფორმატში ბსუ-ს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლებმა თსუ-ს, ჯიპა-ს, ზალცბურგის, ვარშავის (პოლონეთი), ტირანას (ალბანეთი), ლვოვის ივანე ფრანკოს უნივერსიტეტის (), ს არა ერთი პროექტი წარადგინეს როგორც ევროკომისარში, ისე ავსტრიის პარტნიორთა პროგრამა განათლებისა და კვლევის განვითარებისთვის.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ევროპის რეგიონის პოლიტიკის მეცნიერებების სფეროში არსებული აქტუალური საკითხები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.