პაატა მანჯგალაძე – ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებული ცვლილებების მიღების შემდეგ, 9-დან ერთ-ერთი პირობა ჩავარდნილი იქნება

9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, მ “საარჩევნო კოდექსში” შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული ცვლილებები ევროპულ რეკომენდაციას არ შეესაბამება და მას “სტრატეგია აღმაშენებელი” მხარს არ დაუჭერს.
“ცვლილებებს, რომლებიც არ შეესაბამება ევროპულ რეკომენდაციას და ხელს უშლის საქართველოსთვის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესაძლებლობას, მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ. 9-დან ერთ-ერთი პირობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ჩავარდნილია ამ ცვლილების მიღების შემდეგ. “ქართულმა ოცნებამ” თქვა, რომ ერთპარტიულად, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ შერჩეული და დამტკიცებული ცესკოს შემადგენლობა თურმე დემოკრატიული ყოფილა, რასაც არ იზიარებს არავინ მსოფლიოში,” – განაცხადა მანჯგალაძემ.