– მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, ივანიშვილი გაიქცევა და წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს – თქვენი ადგილი თვითმფრინავში არ იქნება, ნუ ჩაყვებით მას პოლიტიკურ მოუსავლეთში

მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი ამ თვითმფრინავში არ იქნება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი პრემიერობის ნაცვლად, ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილის საბანკო წარმომადგენლად მოგვევლინა.
ერთი კვირა საუბრობს, რომ ივანიშვილს 2 მილიარდს თუ არ დაუბრუნებს [დასავლეთი], ისე არც ერთ პარტნიორს არ შეხვდებაო, დასავლური კურსიდან გადაჩეხავს ქვეყანასო. ამაზე აყოლილია პაპუაშვილიც. ვურჩევ შალვა პაპუაშვილს, ირაკლი კობახიძეს, დაანებეთ თავი ბიძინა ივანიშვილის კერძო და პირადი ინტერესებისთვის საქართველოს ინტერესების ღალატს და შეწირვას. მივმართავ პაპუაშვილს და კობახიძეს, გარწმუნებთ, რომ ივანიშვილი საქართველოდან გაიქცევა და თქვენზე უფრო ადრე წაიყვანს ზებრას და ფასკუნჯს. თქვენი ადგილი იმ თვითმფრინავში არ იქება და ნუ ჩაყვებით ივანიშვილს პოლიტიკურ მოუსავლეთში. ეს არის კოლეგიალური რჩევა. დაფიქრდით ამაზე. იფიქრეთ თქვენს პოლიტიკურ მომავალზე. ივანიშვილს იმდენი აქვს გადამალული „შავი ფული“, შეუძლია სიკვდილამდე არხეინად იცხოვროს, მაგრამ თქვენ შეგრცხვებათ, რომ მასთან ერთად იდექით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრებისთვის სანქციების დაწესება რეალურია.
„რა დასანქცირება არ ელოდება?! სპარტაკის სულმა გაიღვიძა მამუკა მდინარაძეში, მე დამასანქცირეთ ყველას ნაცვლადო იძახის. რეალური გახდა სანქცირება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)