პაატა დავითაია – კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკურ ოპონენტებზე განხორციელებული თავდასხმა

კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა, – ასე გამოეხმაურა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრზე, ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას.
დავითაიას განცხადებით, მსგავსი ძალადობის ფაქტები პოლარიზებულ გარემოს მეტად ძაბავს და ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
„კატეგორიულად მიუღებელია ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ლევან გოგიჩაიშვილზე განხორციელებული თავდასხმა. მსგავსი ძალადობის ფაქტები და პოლიტიკურ ოპონენტებზე ანგარიშსწორება მეტად ძაბავს რთულ პოლარიზებულ გარემოს, რაც არის ჩვენს ქვეყანაში და აზიანებს ქვეყნის იმიჯს.
მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფ რეჟიმში გამოიძიონ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე თავდასხმის ფაქტი და დამნაშავე პირებს დაეკისროთ მკაცრი პასუხისმგებლობა”, – განაცხადა პაატა დავითაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)