ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა

ოჯახური ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ პოლიციელს 5000- ლარიანი გირაო შეეფარდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და -ს თანამშრომელს პატიმრობა არ შეუფარდა. ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული, რომელიც წაყენებულ ბრალს არ იზიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ასევე ის აცხადებდა, რომ კონფლიქტი ოჯახში, გარეშე პირების ჩარევით ხდებოდა. მომხდარზე გამოძიება 126- და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს.