ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვიდან ბოკუჩავა და აქუბარდიაც გააძევა

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან კიდევ ორი ოპოზიციონერი დეპუტატი, თინა ბოკუჩავა და თეონა აქუბარდიაც გააძევეს.
ბოკუჩავას და აქუბარდიას ჩათვლით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა რუსული კანონის განხილვიდან 14 ოპოზიციონერი დეპუტატი გააძევა.
მას შემდეგ, რაც თინა ბოკუჩავამ კითხვა დასვა, მას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „ხალხის ძალიდან“, გურამ მაჭარაშვილმა მიმართა, რომ კითხვა დაუწერეს. რასაც ბოკუჩავასა და მაჭარაშვილს შორის შელაპარაკება მოჰყვა. ანრი ოხანაშვილმა კი ამისთვის შენიშვნა მხოლოდ თინა ბოკუჩავას მისცა და არა მის თანაგუნდელ გურამ მაჭარაშვილს.
იმის გამო, რომ თინა ბოკუჩავამ და გურამ მაჭარაშვილმა საუბარი გააგრძელეს, ანრი ოხანაშვილმა დარბაზი მხოლოდ თინა ბოკუჩავას დაატოვებინა და მიმართა, რომ „დეპუტატების შეურაცხყოფა არ გაეგრძელებინა“.
რაც შეეხება თეონა აქუბარდიას, იმის გამო, კომიტეტის სხდომის პირდაპირი ეთერი, როგორც წესი, დაძაბულობის დროს ითიშება და ამასთან, არც ნეტგაზეთს აქვს უფლება, რომ სხდომას დაესწროს, ჩვენთვის უცნობია რისთვის გააძევეს თეონა აქუბარდია. აქუბარდიას გაძევების დროსაც პარლამენტის კამერა გათიშული იყო.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები: , ანი წითლიძე, ქეთი თურაზაშვილი, , , თამარ კორძაია, , , დავით ხაჯიშვილი, გიორგი გოდაბრელიძე, ხატია დეკანოიძე და ნიკა მაჭუტაძე.
„გირჩის“ ლიდერმა მ კი კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. კოლეგების სოლიდარობის ნიშნად დარბაზი დატოვა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა მაც.

ასევე დაგაინტერესებთ

დარჩიაშვილი: საქართველოს ელჩებს მიეწოდათ სრული ინფორმაცია იმ პროცედურებისა და სიახლეების შესახებ, რომლებსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია გეგმავს ოქტომბერში გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით