შოთა არველაძე “ფატიჰ კარაგუმრუკის” მთავარი მწვრთნელია, ამის შესახებ ინფორმაცია თურქულმა კლუბმა სოციალურ ქსელში ოფიციალურად დაადასტურა.
კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
“ფატიჰ კარაგუმრუკი” თურქეთის სუპერლიგის სატურნირო ცხრილში 17 ქულით მე-11 ადგილს იკავებს.
შეგახსენებთ, ბოლოს არველაძე ინგლისის ჩემპიონშიპის ბინადარ “ჰალ სიტის” წვრთნიდა, თუმცა რამდენიმე თვეში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლეს.
ბრიტანულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით ჩატარებულ 30 მატჩში 9-ჯერ გაიმარჯვა, 6-ჯერ ფრეს დასჯერდა, 15-ჯერ კი დამარცხდა.
არველაძეს თურქეთის სუპერლიგაში აქამდე “კაისერისპორში”, “ქასიმფაშასა” და “ტრაბზონსპორში” უმუშავია.