“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია“ – ნინო წილოსანი

“ქართული ოცნების“ დეპუტატი, ნინო წილოსანი წერს სოციალურ ქსელში, ხელახალი ს მოთხოვნით თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ოპოზიციური პოლიტიკური ნაწილის ორგანიზებით გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

“ორი კარვით კეტავდე ქუჩებს , სახლში უვარდებოდე და საღებავს სახეში ასხამდე ადამიანებს, ტერორისა და აპოკალიფსის შიშში აცხოვრებდე საკუთარ მოქალაქეებს, უფრო ფართო ჭრილში – კი აზიანებდე ქვეყანას და მოითხოვდე ევროინტეგრაციის შეჩერებას, ეს მხოლოდ საბოლოოდ დამარცხებული და განადგურებული პოლიტიკოსების არჩევანია ⚫️

რამდენადაც უცნაური კომპოზიცია არ უნდა იყოს, ბოროტებისა და უგუნურების გაერთიანებას წარმოადგენს ჩვენი ოპოზიცია“, – წერს ნინო წილოსანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ხელისუფლებას დააბრალო, რომ მას უნდა საქართველოს მოქალაქეებს წაართვას უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან, აბსურდულია. მართლაც უსუსურად გამოიყურებიან, აღარ იციან რაზე ააგონ პოლიტიკური დღის წესრიგი

დღეს საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს 2012 წლის შემდეგ – 2012 წლამდე ქვეყანას სრულად ჰქონდა დაკარგული სუვერენიტეტი