ორბანის მეტოქე: არჩევნებზე ძლიერი შედეგი უნგრეთისთვის გარღვევას მოასწავებს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, აცხადებს, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მმართველის რანგში მოქმედმა მისმა პარტიამ, “ფიდესმა”, გამარჯვება მოიპოვა 9 ივნისის ევროპულ და ადგილობრივ არჩევნებზე – თუმცა მისი ყოფილი მოკავშირე, რომელიც ამჟამად განსხვავებული, ევროკავშირის მომხრე პოლიტიკით გამოდის, ამბობს, რომ მისი პარტიის წარმატება უნგრეთისთვის მოასწავებს პოლიტიკური გარღვევის დასაწყისს.
ორბანის ეროვნულ-პოპულისტური ორიენტაციის “ფიდესმა” ევროპული კენჭისყრა მოიგო ხმათა 44 პროცენტით, ხოლო მისი ყოფილი მოკავშირის, პეტერ მადიარის “პატივისცემისა და თავისუფლების” პარტიას (“ტისცა”) ამომრჩევლის 30 პროცენტამდე მიემხრო – წინასწარი მონაცემებით, რომლებიც თითქმის სრულად დათვლილ ხმებს ეყრდნობა.
“ფიდესი” კვლავ ფლობს 11 მანდატს ევროპის პარლამენტში უნგრეთის 21 ადგილიდან – მაშინ, როცა წინა ს შედეგით მას 13 მანდატი ჰქონდა. “ტისცა”, სავარაუდოდ, ევროპის პარლამენტში მოიპოვებს შვიდ ადგილს და განავითარებს ორბანის პოლიტიკასთან შედარებით უფრო მეგობრულ პოლიტიკას ბრიუსელთან.
“ტისცას” აღმასვლამ დარტყმა მიაყენა ვეტერან ოპოზიციურ ძალას, მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ კოალიციას. “დღეს ჩვენ დავამარცხეთ ძველი ოპოზიცია, დავამარცხეთ ახალი ოპოზიცია” – თქვა ორბანმა. ხოლო მადიარმა განაცხადა: “ცხადია, რომ ესაა ვატერლოო ორბანის ძალაუფლების მანქანისთვის, ეს დასასრულის დასაწყისია”.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ