ოპოზიციის ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს

ხალხი, რომელიც პირდაპირ ამბობდა, რომ ტრამპს აფინანსებდა ო, რომ ტრამპი არის პუტინის ერთ-ერთი მარიონეტი და წარმოუდგენელი იყო მათთვის, რომ ის მეორედ მობრუნდებოდა, ახლა ამერიკაში წავიდა და ამბობს, რომ ჩვენ ვესწრებით ტრამპის ინაუგურაციასო, ასე დაარქვეს, – განაცხადა „საზოგადოება ქართულის“ წევრმა, მსახიობმა ნიკოლოზ გაბელიამ გადაცემაში „იმედი LIVE“.
„სპორტის დარბაზში იჯდა ვაშაძე და იქიდან უყურებდა ინაუგურაციას ტელევიზორში, სახლში რომ ყოფილიყო ამით რამე დაშავდებოდა? – არა. ისევ საკუთარ ამომრჩეველს ატყუებენ, რომ ჩვენ ჩავედით იქ, გვეპატიჟებიანო. ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერი არ ჩასულა იქ, ეს ჩვეულებრივი ამბავია ხდება ხოლმე იმიტომ, რომ ადამიანებს თავიანთ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმე აქვთ და არ მიდიან იმის გამო, რომ რაღაც პლუსები დაიწერონ.
ამათი ამერიკული ვოიაჟი მხოლოდ და მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმს მაგონებდა მეტს არაფერს. რასაც ტრამპი ამბობს და რა მესიჯებითაც მოვიდა ხელისუფლებაში, იმ მესიჯების საპირწონედ პირიქით ამბობდა ყველაფერს ეს ჩვენი ოპოზიცია. ჩვენი მესიჯები იყო ოჯახური სიწმინდე, ტრადიცია, და ა.შ., ამათთვის ეს არის მეორე, მესამე, მეათე ხარისხოვანი, მაგრამ როგორც კი დაინახეს, რომ ტრამპი იმარჯვებდა, იმწუთშივე გახდნენ რაღაც სხვანაირები. ეს სხვანაირი ყოფნა არ იციან როგორია, რადგან პატრიოტობა და ქვეყნის სიყვარული არ იციან რა არის, არ იციან ოჯახის სიწმინდე რა არის, რადგან თავიანთ შვილებს არ ზრდიან ქართველებად“, – აღნიშნა ნიკოლოზ გაბელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდა იმისა, რომ სახეზეა პოლიტიკური კურუფცია, როდესაც გერმანიის ელჩზე აქვს ხაზარაძეს სახლი მიქირავებული, გაირკვა, რომ ის წლების მანძილზე არ იხდიდა გადასახადებს გაქირავებით მიღებული შემოსავლებიდან

არ დარჩა პროპაგანდისტების არც ერთი პლატფორმა, რომ გუშინდელი წერილის გამო ზაზა შათირიშვილისთვის ტალახი არ ესროლა. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანი ქართველ ხალხს ეუბნება მწარე სიმართლეს და ეს სიმართლე არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც საფუძველს უყრიან ნგრევას, ომებს, ლგბტ პროპაგანდას