ოპოზიციავ აღიარეთ, რომ არჩევნებში დამარცხდით, შეეშვით მცდელობას მოახდინოთ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით

„ხალხის ძალის“ წევრი არასამთავრობო ორგანიზაციის „სამართლიანი “ მიერ ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკით მანიპულაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ოპოზიციამ უნდა აღიაროს, რომ არჩევნებში დამარცხდა და შეეშვან მცდელობას მოახდინონ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან.
„ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარი მონაცემები არ შეიძლება იყოს არჩევნების შედეგებთან მიმართებაში რაიმე დასკვნის გამოტანის ობიექტური საფუძველი. რეგისტრატორი კომისიის წევრების მიერ არჩევნებში მონაწილე ქალი და კაცი ამომრჩევლების დათვლა ხდება არა არჩევნებზე მოსული ქალებისა და კაცების რაოდენობის აღრიცხვით, არამედ მოსული ამომრჩევლის რეგისტრაციის მონაცემებით და ასევე, გადასატანი ყუთის ანალოგიური მონაცემებით.
ამის შემდეგ, რეგისტრატორები ითვლიან მხოლოდ ქალი ამომრჩევლის რაოდენობას, ხოლო კაცი ამომრჩევლების გამოთვლა ხდება მოსული ამომრჩევლის საერთო რაოდენობიდან. შესაბამისად, უზუსტობა პირველ მონაცემში ავტომატურად გამოიწვევს უზუსტობას მეორე მონაცემშიც. თუმცა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს კანონის მოთხოვნას.
აღნიშნული მონაცემები მუშავდება მხოლოდ არასაარჩევნო მიზნებისთვის და მას არანაირი კავშირი არჩევნების შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან არ გააჩნია. ამის მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“ კვლავ აგრძელებს ამომრჩეველთა გენდერული აქტივობის თემით მანიპულაციას და მცდელობას მოახდინოს საზოგადოების აზრის ფორმირება. მარტივად ავხსნათ თუ რა ხდება – 11 საარჩევნო უბნიდან, არჩევნებში მონაწილე ქალების გადმოგზავნილ რაოდენობაში არსებულმა უზუსტობებმა გამოიწვია ცდომილება ჯამურად 150 ამომრჩევლის სქესის აღრიცხვაში, რაც 2 მილიონზე მეტი ამომრჩევლის აღრიცხვისას უმნიშვნელო მაჩვენებელია. ამომრჩეველთა ზუსტი აქტივობა ასახულია იმ შემაჯამებელ ოქმებში, რომელიც დგება საარჩევნო უბნებზე და სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით დგინდება საბოლოო აქტივობა, რომელიც ფიქსირდება არჩევნების შემაჯამებელ ოქმში. გენდერული სტატისტიკა არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებში და ის კავშირში არაა კენჭისყრის შედეგებთან. ასე რომ ოპოზიციავ აღიარეთ, რომ არჩევნებში დამარცხდით, შეეშვით მცდელობას მოახდინოთ საზოგადოების აზრის ფორმირება ხელოვნურად შექმნილი ნარატივით. თქვენგან ბევრჯერ ნანახი და ვადაგასული გზავნილები პოლიტიკურ შინაარს მოკლებულია და მხოლოდ წაგებული სვლა არის“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ