ომის დაწყების შემდეგ პირველად უკრაინაში უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება – გამოკითხვა

უკრაინაში, ს სრულმასშტაბიანი შეჭრიდან პირველად, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის, იტყობინება „უკრაინსკა პრავდა“.
2024-ის თებერვალში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, 54% მიიჩნევს, რომ არასწორი მიმართულებით მიდის. საპირისპირო აზრი აქვს 46%-ს.
„უკრაინაში ცოტავდება მათი წილი, ვინც მიიჩნევს, რომ საქმეები სწორი მიმართულებით მიდის. დეკემბერთან შედარებით, პირველად, უფრო მეტია მათი წილი, ვინც მიმართულებას არასწორად მიიჩნევს“, – ნათქვამია კვლევაში.
ამასთან ერთად, უფრო კრიტიკულია განწყობა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, აღნიშნავს „უკრაინსკა პრავდა“.
კვლევა ჩაატარა „ს სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა“. გამოკითხვა მიმდინარეობდა სატელეფონო ინტერვიუთი. სულ გამოიკითხა 1202 რესპონდენტი, ს მაცხოვრებლების გამოკლებით. 874 რესპონდენტი გამოიკითხა ს ოლექსანდრ სირსკის მიერ შეცვლამდე, 328 – ამის შემდეგ.
ცდომილების ზღვარი მერყეობს 1,4%-დან 3,2%-მდე.
2023 დეკემბრის წლის კვლევაში 54% ამბობდა, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, ხოლო 32%-ის შეფასებით ქვეყანა არასწორად ვითარდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ