ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნავალნი „რეჟიმმა მოკლა“

გერმანიის კანცლერი მიიჩნევს, რომ ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს სიკვდილზე.
“მე, ისევე როგორც ყველა, ვთვლი, რომ იგი [ნავალნი] რეჟიმმა მოკლა. და მისი სიკვდილი დიქტატურის შედეგი იყო”, – განაცხადა ოლაფ შოლცმა 26 თებერვალს ბერლინში, საინფორმაციო სააგენტო DPA-ს სარედაქციო კონფერენციაზე.
გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ ნავალნის სიკვდილი რუსეთის ხელისუფლების სისუსტეზე მიუთითებს.
“ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთის პრეზიდენტს და ყველას, ვინც მას პოლიტიკურად უჭერს მხარს, ძალიან ეშინიათ. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი ერთადერთი საპრეზიდენტო კანდიდატი საარჩევნო ბიულეტენებიდან მოხსნეს”, – განაცხადა შოლცმა.
16 თებერვალს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შეკითხვაზე, მოკლეს თუ არა რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, უპასუხა, რომ ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს, “მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ ნავალნის სიკვდილი იყო შედეგი იმისა, რაც პუტინმა და მისმა სასტიკმა ბოროტმოქმედებმა გააკეთეს”.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი თვლის, რომ ნავალნის სიკვდილმა და ბოლო თვეებში ფრონტზე რუსეთის პირველმა წარმატებამ ხელი უნდა შეუწყოს ნატოსა და მისი მოკავშირეების ყურადღების მიპყრობას იმაზე, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სასწრაფო დახმარების გაწევა.
· რუსეთის ოპოზიციის ლიდერი და ანტიკორუფციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა სასჯელაღსრულების კოლონიაში. პოლიტიკოსი 47 წლის იყო.
· რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალურმა სამსახურმა 16 თებერვალს განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნიმ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, გონება დაკარგა, ექიმების მიერ მისი რეანიმირების მცდელობა კი უშედეგოდ დასრულდა. ოფიციალური სამედიცინო დასკვნით, გარდაცვალება გამოწვეული იყო „ბუნებრივი მიზეზებით”.
· ნავალნი თავს მიიჩნევდა პუტინის რეჟიმის პოლიტიკურ პატიმრად. მას ასეთად მიიჩნევდნენ უფლებადამცველები და დასავლეთის სახელმწიფოები.
· „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ დამაარსებელი ალექსეი ნავალნი, რომელიც 2020 წლის აგვისტოს ბოლოს, რუსეთში მოწამლეს „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ნივთიერებით, გერმანიაში მკურნალობის შემდეგ მოსკოვში 2021 წლის იანვარში დაბრუნდა და აეროპორტშივე დააკავეს.