ოლაფ შოლცი – ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობის მიზეზად გერმანიის ომში ჩართვის რისკი დაასახელა.
„ერთი რამ ცხადია, ჩვენ ომის მხარე არ გავხდებით – არც პირდაპირ და არც ირიბად. ეს ორი პრინციპი ჩემს ყველა გადაწყვეტილებას ხელმძღვანელობს. ეს სიცხადე აუცილებელია. მაკვირვებს ის, რომ ზოგიერთ ადამიანზე ეს არც კი მოქმედებს. ისინი არც კი ფიქრობენ იმაზე, შეიძლება თუ არა იმან, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, ომში ჩართვა გამოიწვიოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
შოლცმა აღნიშნა, რომ Taurus-ის რაკეტების შესახებ დებატების დროს ბალანსის ნაკლებობა გამაღიზიანებელია და ის, რაც ახლა ს აკლია, საბრძოლო მასალაა.
„ეს ძალიან შორ მანძილზე მოქმედი იარაღია და რასაც ბრიტანელები და ფრანგები სამიზნე კონტროლისა და თანმხლები სამიზნე კონტროლის კუთხით აკეთებენ, გერმანია ვერ გააკეთებს. ყველამ, ვინც ამ სისტემასთან შეხება აქვს, ეს იცის“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.