ოლაფ შოლცი: პუტინთან საუბარს ვაპირებ

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ განიხილავს ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას, როცა ამის შესაძლებლობა ექნება.

„მასთან [პუტინთან] საუბარს ვაპირებ“, – განაცხადა შოლცმა და აღნიშნა, რომ საუბრის თარიღი ჩანიშნული არ არის და იგი არ მოელის საუბრის რამე შეთანხმებით დასრულებას.

შოლცის თქმით, პუტინთან საუბრისას ვერ ისარგებლებ პრინციპით: „წავალ, ვიღაცასთან ყავას დავლევ და საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივალთ“.

გერმანიის კანცლერმა რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა პირველი ნაბიჯი გადადგას სთან ომში შესაძლო სამშვიდობო შეთანხმებისკენ.

„მან უნდა გაიყვანოს ჯარები. თუმცა, ამ დროისთვის არ არსებობს ნიშნები, რომ ეს მოხდება. პუტინმა არ უნდა მიაღწიოს მიზანს“, – განაცხადა კანცლერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რამდენიმე დღის წინ მთელ ოპოზიციას ერთად ჰქონდა შეკრება და რაოდენობა იყო რამდენჯერმე ნაკლები ჩვენს შეკრებასთან შედარებით – ასეთივე რამდენჯერმე ნაკლები იქნება ოპოზიციის შედეგი ამ არჩევნებზე