ოთარ შამუგიას განცხადებით, არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, შაქარზე იმპორტის გადასახადის ამოქმედების შემდეგ, არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს.
ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამ საკითხზე მუშაობდა ეკონომიკის სამინისტრო, თუმცა ჩვენ საქმის კურსში ვართ. ამ გადაწყვეტილების მთავარი წინაპირობა ბაზარზე შესაბამისი კონკურენტული გარემოს შექმნა იყო. პირველ რიგში, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა, რომელსაც 500-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს. დღეს შეიქმნა ბაზარზე ისეთი სიტუაცია, რომ იმპორტი ხორციელდება იმდენად დაბალ ფასში, ეს საწარმო გაჩერების პირას დადგა. აქედან გამომდინარე, კონკურენტული პირობების შესაქმნელად ეკონომიკის სამინისტრომ შესაბამისი სამუშაოები განახორციელა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი მექანიზმი შემოგვეღო. იცით, რომ იგივე მექანიზმი შემოვიღეთ ფქვილზე და იყო სხვა საკითხები. არანაირი წინაპირობა არ არის იმის, რომ შაქარზე ფასი გაიზარდოს. ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი პირობა იყო, შაქრის ბაზარზე სტაბილურობა შენარჩუნებულიყო“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა ბურჭულაძე – თუ ჭკუა შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში – რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება, მოხდება მინისტრთა კაბინეტის შეთავაზებაც

სალომე ზურაბიშვილი – რეჟიმი ავითარებს კლასიკურ რუსულ სცენარს: „ოცნება“ ეთამაშება 90-იანი წლების სცენარს, ახალი შიშის დასანერგად – ამას ემსახურება რუსთაველზე იარაღით თამაში და „ტიტუშკების” შეგზავნა მშვიდობიანი პროტესტის რიგებში – აგონია!