ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა

ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ კიპერი ავრცელებს.
„რუსების მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, ხვალ ოდესის ოლქში გლოვა გამოცხადდა“, – განაცხადა ოლეგ კიპერმა.
ოლეგ კიპერის ცნობით, სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
ბოლო ინფორმაციით, რუსების მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – საქართველოს პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ანტი-ლგბტი კანონის მიღებისგან და რიტორიკის გამოყენებისგან, რომელიც ლგბტი ადამიანების სტიგმატიზებას იწვევს

კახა კალაძე დავით კეზერაშვილის ევროპაში გადაადგილებაზე – ალბათ, რაღაც დონეზე სჭირდებათ და მას რაღაცისთვის იყენებენ – გარკვეული ნაძარცვი თანხები საქართველოშიც შემოდის და ამით ფინანსდება პოლიტიკა