ნუცა ბუზალაძისა და თამთა გოდუაძის შეხვედრა მადრიდის “ევროვიზიის” პრეფართიზე (ვიდეო)

“ევროვიზია! ოცნებები ხდება! ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და გპირდებით, მთელ გულსა და სულს ჩავდებ ამ ყველაფერში, რომ მაისში ჩემი საყვარელი ქვეყანა და ხალხი ვასახელო” – დაწერა თავად ნუცა ბუზალაძემ.
ამჯერად ნუცა “ევროვიზიის” პრეფართიზე იმყოფებოდა, სადაც წარმატებულ ქართველ მომღერალს, თამთა გოდუაძეს, შეხვდა – ვიდეო ინტერნეტში ვრცელდება:

ნუცა ბუზალაძე დაიბადა 1997 წლის 28 იანვარს. 5 წლის ასაკიდან დადიოდა ანსამბლ „მართვეში“; შემდეგ საბავშვო ანსამბლის, „მზიურის“ მთავარი ვოკალისტი იყო, ასევე, უკრავდა გიტარაზე. 8 წლის ასაკიდან დაიწყო ფორტეპიანოს შესწავლა. 2011 წელს მონაწილეობა მიიღო გადაცემა „ნიჭიერში“, სადაც ის ნახევარფინალამდე მივიდა. 2013 წელს ნუცა მონაწილეობდა GDS-ის პროექტში „ერთი-ერთში“, სადაც დაიკავა მე-4 ადგილი. 2014 წელს ლატვიის ქალაქ ლიეპაიაში, მე-13 საერთაშორისო კონკურსში მიიღო მონაწილეობა. იგი სოსო პავლიაშვილის და დუეტ “ჯორჯიის” შემდეგ მესამე ქართველია, რომელმაც „ახალი ტალღა“ მოიგო.
საქართველოში დაბრუნების შემდეგ მომღერალმა მონაწილეობა მიიღო „ცეკვავენ ვარსკვლავებში“, მაგრამ მიღებული ტრავმის გამო მე-7 ტურიდან პროექტი დატოვა. იგი აგრეთვე მონაწილეობდა პროექტ „ორ ვარსკვლავში“. ნუცა ბუზალაძე „ახალი ტალღა 2014 წლის” გამარჯვებულია. საქართველოს წარმომადგენელი სამივე ტურში წარდგა და ლიდერობაც შეინარჩუნა. ბოლო საკონკურსო დღეს ნუცამ სპეციალურად ამ კონკურსისთვის დაწერილი მაია კაჭკაჭიშვილის სიმღერა In My Dreams შეასრულა და ჟიურის ყველა წევრისაგან უმაღლესი შეფასება დაიმსახურა.
თამ­თა გო­დუ­ა­ძე სა­ბერ­ძნეთ­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვარ­სკვლა­ვია. სა­ქარ­თვე­ლო წლე­ბის წინ და­ტო­ვა და მისი მუ­სი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა უცხო ქვე­ყა­ნა­ში გაგ­რძელ­და. ბერ­ძნუ­ლი მე­დია წერს, რომ თამ­თას ცხოვ­რე­ბა გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სოა.
თამთა საქართველოში დაიბადა და გაიზარდა. 14 წლის იყო, როცა ცოლად 16 წლის შეყვარებულს გაჰყვა. ქორწინებაში მომღერალს პირველი შვილი – ანი შეეძინა. ამავე პერიოდში დაამთავრა სკოლა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა. თამთას პირველი მეუღლე შმაგი ხაჭვანია.
“მე და თამთამ პატარა ასაკში შევქმენით ოჯახი, ის 14 წლის იყო, მე კი – 16-ის. ჩვეულებრივად გავიცანით ერთმანეთი. დაახლოებით 6 თვე ვიყავით შეყვარებულები და მერე გავიპარეთ. 6 წელი ვიყავით ერთად. როცა გავიზარდეთ, მივხვდით, რომ ის სიყვარული არ ყოფილა სიყვარული, რასაც ოჯახი ჰქვია და დავშორდით. იმან თავისი გზით გააგრძელა ცხოვრება, მე – ჩემი გზით. იმაზე მწყდებოდა გული, რომ შვილთან არ მქონდა მამაშვილური ურთიერთობა, ტელეფონით და სხვადასხვა საშუალებით ვკონტაქტობდით. ზაფხულობით, როცა თბილისში ჩამოდის, 2–3 კვირით ჩემთან არის” – ამბობდა შმაგი ერთ-ერთ ინტერვიუში.