· 77
9 თებერვალს, თბილისში, ზაარბრიუკენის მოედანზე დადგმული ქანდაკების „დროის ნაწნავები“ ირგვლივ განხილვები არ წყდება. ზოგს მოეწონა, ზოგს არა და ზოგმა მწვავედაც გააკრიტიკა.
ერთ-ერთი ვინც აღნიშნულ თემის ირგვლივ დისკუსიას ეხმაურება მსახიობი იუნა შაფათავაა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა:
„ჩუმად ვარ, ხმას არ ვიღებ, სოლიდარული ვარ ყველა არტისტთან, მაგრამ ერთს ვიტყვი: სანამ ჰოლივუდი ცოცხალ ლეგენდებს ვარსკვლავებს უხსნის, დამსახურებით, სანამ შაკირას კოლუმბიაში ძეგლს უძღვნიან, ნახევრად შიშველს, ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ნიჭისა და სილამაზისთვის, სანამ ნიუ-იორკში raging bullის წინ პატარა გოგოს ქანდაკებას დგამენ დროებით – როგორც ფემინიზმის გამოწვევა პატრიარქატს, იმ პერიოდში, საქართველო
შებოჭილ, ხელფეხშეკრულ, კოპშეკრულ, დარდისგან გასიებულ, ენაჩაგდებულ, თმაგაწეწილ, სევდიანი ქალის ტლანქ ქანდაკებას დგამს, ვის, რას, რა იდეით – არავინ იცის.
აღწერაში წერია – მედეას სტერეოტიპზე შესრულებული, ანტიკური ხანა, თმებით ფესვებად იქცევა.
ქალობის, ინტელექტის, იდეის ნატამალის გარეშე, თუთის ჭია, печаль в коконе- ასეთი იყო მ ე დ ე ა?? ქალი ცეცხლი, დედა ვეფხვი, ლომი ქალი, ქალი ბობოქრობა, მაგრამ ასეთად ხედავს კულტურის შერწყმას ქართველი კაცი მოქანდაკე და იწონებს გოიმი ქალაქის საბჭო. ქლესებისგან შედგენილი.
ხალხს კი არ მოსწონს და მეც არ მომწონს.
თბილისში ცხოვრებისას, ყოველდღე მიწევდა იმ ადგილის გავლა, წრეზე. ამ ტუფის ნეხვის კონას რომ
არ უყუროს ხალხმა, სხვა ვერავინ იყო გამოსაძერწი?? დაგედგათ სადმე არა ცენტრალურ ადგილას, თუ მაინცდამაინც უნდა იდგეს სადღაც, იმდენი ნიჭიერი ადამიანია, დაუდგით ძეგლი ქალს!!
გალაქტიონის მერის, ელენე დარიანს, მედეა ჯაფარიძეს – ქალებს, სილამაზეს, ნიჭს!!! პირველ ქალ პრეზიდენტს, რომელმაც საქართველოს ევროპაში გზა გაუხსნა და სირ ქართველ ჭღრ პღრ ‘პოლიტიკოსებთან’ შეუპოვრად ლიდერია, ძლიერი ქალის სიმბოლოა იმ ერთუჯრედიან საჭუ*უეთში!!!
აბა სად არის ამ ტუფის გროვაში„ქალი“??
რა თმა, რა ფესვი, რა ვაზი? თვით გლოვა, დარდი და კაეშანია! ნუთუ ნიჭი ამდენად მოკვდა საქართველოში?
არ მინდოდა ხმის ამოღება, ძალიან გოიმობაა სოფლის ორღობეში გარჩეული ამბები ეს ფეისბუკი, მაგრამ
უნდა ვთქვა, ვალდებული ვარ და ვამბობ!
ფოტოზე მე რაც მიყვარს, ის სკულპტურაა.
პროზერპინას გაუპატიურება, ბერნინი, 1621 წელი. მარმარილო. პროზერპინას ცრემლებიც ჩანს მარმარილოში და დუნდულებზე თითებისგან ჩაღრმავებები.
კაცი მარმარილოს პლასტილინივით ამუშავებდა. ეს არის ხელოვნება.
ვინც არ იცით და ტუფის აგურს აქებთ, ინტერნეტში დაგუგლეთ მაინც: the most famous sculptures in the world და მერე გვიმტკიცეთ, რა „მნიშვნელობას“ სძენს ქალაქს ის აგური“, – წერს იუნა შაფათავა.