ნინო ჯანგირაშვილი: ნებისმიერმა ქოცმა კითხეთ საკუთარ თავს, ეს რომ გითხრათ თქვენმა შვილმა რას ეტყვით? ხოდა იგივე შეგიძლიათ უთხრათ ივანიშვილს

“ქოცების პროპაგანდის უპირატესობა მის აბსურდულობაშია. ანუ, იმდენად აბსურდული თეზისებით და მესიჯებით გამოდიან, თავმოყვარე ადამიანი ფიქრობ, რომ ამ აბსურდზე არგუმენტებით შეპასუხება შეურაცხმყოფელია. ამასობაში ეგენი უკაკუნებენ სტაბილურად და ხანდახან მართლაც ატყუებენ ხალხს. ახლა ამტკიცებენ, ევროპაზე უარი არ გვითქვამს, უბრალოდ მოლაპარაკებების პროცესი შევაჩერეთ ოთხი წლით, ამასობაში ჩვენ თვითონ ვივლით ევროპისკენ, მათი კარნახი არ გვჭირდება, მერე უცებ–უცებ ორ წელიწადში, ანუ 2028–დან 2030– მდე ყველაფერს ვიზამთ და 2030 –ში უკვე ევროპაში ვიქნებითო.

ვიღაცამ შეიძლება მართლა დაიჯეროს, ამიტომ უნდა აიხსნას მარტივად, ეს რას ნიშნავს: ხარ მეექვსე კლასში. წელი ვერ დახურე, იმიტომ, რომ სულ ორიანები მიიღე. სკოლას უცხადებ, რომ არ მოგწონს მათი საგნები, მასწავლებლები ძალიან მომთხოვნები არიან, სწავლას ითხოვენ, გეუბნებიან, რომ თუ არ ისწავლი ისე ნიშნებს არ დაგიწერენ, მოგბეზრდა ეს მუდმივი მოთხოვნები და “შანტაჟი“, შენს დამოუკიდებლობას ზღუდავს, ამიტომ შენ ოთხი წლით აჩერებ სკოლაში სწავლას. ამბობ, რომ ოთხი წელი შენს გემოზე იქნები, რასაც გინდა გააკეთებ, მერე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში ისევ შეუერთდები სკოლას, გააგრძელებ სწავლას, მარტო ეს ორი წელი გეყოფა და აიღებ ატესტატს ბოლოს მაინც. ნებისმიერმა ქოცმა კითხეთ საკუთარ თავს, ეს რომ გითხრათ თქვენმა შვილმა რას ეტყვით? ხოდა იგივე შეგიძლიათ უთხრათ ივანიშვილს,” – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ