ნინო ფოჩხუა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტთან დაკავშირებულ განცხადებაზე: აღარც მალავენ, რომ აგენტები არიან

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელის მიერ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც მას აქვს შიში, რომ შესაძლებელია, საქართველოს დაემუქროს საფრთხე, როდესაც ამერიკა მოიკითხავს, თუ რომელი ქვეყანა ვის მხარეს იყოს.

ფოჩხუა ხიდაშელის ნათქვამს ანტიქართულ განცხადებად აფასებს და აცხადებს, რომ გაოგნებულია მისი სიბინძურით.

„აღარც მალავენ, რომ აგენტები არიან. მსგავს ანტიქართულ განცხადებებს აღარც თაკილობენ. უბრალოდ ვუსმენ, ვუყურებ და გაოგნებული ვარ ამ ქალის სიბინძურით – ასე როგორ უნდა გძულდეს შენი ქვეყანა???“, – წერს ნინო ფოჩხუა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა – კალაძემ მოიპარა 400 მილიონი, რომელიც მერიამ ვალად აიღო სწორედ პარკინგების მოსაწყობად, შემოსულია საყოველთაო საჯარიმო ტერორი და აპირებენ ხალხის შევიწროებას

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია