ნინო დათაშვილს გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლებენ

პროკურატურა ნინო დათაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის, გირაოთი შეცვლას მოითხოვს – ამის შესახებ გიორგი გვარაკიძის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პროკურატურა აღნიშნული შუამდგომლობით დღეს, რამდენიმე წუთში შევა პროცესზე. მიზეზად სახელმწიფო ბრალდება დაკავებული მასწავლებლის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.
საქართველოს პროკურატურა ბრალდებულ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს,რომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეეცვალოს.
➡️ როგორც ბრალდების მხარისთვის გახდა ცნობილი, ბრალდებულისთვის ჩატარებული სამედიცინო კვლევების შედეგად დადასტურებულია, რომ მას ესაჭიროება ქირურგიული ჩარევა და შემდგომი მკურნალობა.
➡️ პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობით დღესვე მიმართავს”, – ნათქვამია განცხადებაში.