ნინო დათაშვილის სიტყვა სასამართლოზე: ჩემი დაკავების დროს ფორმა არცერთს ეცვა, გამომგლიჯეს ხელიდან ტელეფონი და მანქანაში მოტყუებით ჩამსვეს

აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდებამდე, ნინო დათაშვილმა სიტყვის თქმის უფლება გამოიყენა – მასწავლებელმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაკავების დეტალები ქრონოლოგიურად გაიხსენა და თქვა, რომ ხელბორკილები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა დაადეს.

განსასჯელის სკამიდან ნინო დათაშვილმა განაცხადა, რომ იგი თბილისში მდებარე ერთ-ერთ გაჩერებაზე აიყვანეს, მანქანაში მოტყუებით ჩასვეს, ტელეფონი წაართვეს და შვილთან დარეკვის შესაძლებლობა არ მისცეს.

“მომადგა ფსიქოლოგიური სტრესი” – თქვა ნინო დათაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მისი დამკავებელი პოლიციელები ცინიკური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – პარლამენტში ინიცირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს