ნინო ბურჯანაძე ლუკაშენკოს შეხვდა – ,,ჩამოდით, ჩამოდით…”

ნინო ბურჯანაძე მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდა, სადაც ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა – ვიდეო, რომელსაც რუსული ტელეგრამ არხი ავრცელებს, ჩანს, როგორ ართმევს ხელს ბურჯანაძე ლუკაშენკოს.
,,მადლობა, რომ ყურადღებით მისმენდით”… – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს, რომელიც პასუხობს ,,თქვენ არაჩვეულებრივი ორატორი ხართ”…
,,ჩამოდით, ჩამოდით… ბევრი თემაა განსახილველი” – ეუბნება ლუკაშენკო ბურჯანაძეს.