ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მოსკოვში 9 მაისის აღლუმს არ დაესწრება. მიზეზად საპარლამენტო არჩევნების კამპანიას ასახელებს.

“აპრილში, რუსეთში ჩემი ვიზიტის დროს, მე რუსეთის პრეზიდენტი გავაფრთხილე, რომ სომხეთის [საარჩევნო] კამპანიის გამო 9 მაისის ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მივიღებდი,” – განაცხადა ფაშინიანმა ჟურნალისტებთან.

ფაშინიანი მოსკოვში აღლუმს 2023 და 2025 წელს დაესწრო.

სომხეთში საპარლამენტი არჩევნები 7 ივნისს არის ჩანიშნული, საარჩევნო კამპანია კი 8 მაისიდან 5 ივნისამდე გაიმართება.

რუსეთმა განაცხადა, რომ “არსებული ოპერატიული ვითარების გამო” ამცირებს 9 მაისის გამარჯვების დღის აღლუმს მოსკოვში და ღონისძიებაზე სამხედრო ტექნიკას არ გამოიყვანს, რაც ყოველ წელს ტრადიციულად მისი სამხედრო ძალის დემონსტრირებას ემსახურებოდა.

რუსეთმა ღონისძიების ჩასატარებლად ცალმხრივად ზავი გამოაცხადა და დაიმუქრა, რომ თუკი 9 მაისის აღლუმი “ჩაიშლება,” რუსეთი ცენტრალური კიევის წინააღმდეგ მასშტაბურ სარაკეტო იერიშს წამოიწყებს.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი: , არც ბიძინა ივანიშვილი და არც „ქართული ოცნების“ რომელიმე წარმომადგენელი არ ამბობს, თითქოს, აბასთუმანი ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, თუმცა ვერავინ უარყოფს, რომ მიტოვებული და მივიწყებული უნიკალური კურორტისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა სწორედ მისი დამსახურებაა