ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე დანიის სამეფოს ფოლკეტინგის (პარლამენტი) საგარეო პოლიტიკის, ევროპის საკითხთა და თავდაცვის კომიტეტების დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
ყურადღება გამახვილდა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ოკუპაციაზე და ოკუპაციიდან გამომდინარე პოლიტიკურ, უსაფრთხოების და ეკონომიკური კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
„შეხვედრის ფარგლებში განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგით გათვალისწინებული აქტუალური საკითხები, ცხრა ნაბიჯი და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობა და ამ მიმართულებით ქვეყანაში გატარებული და მიმდინარე რეფორმები.
საუბარი შეეხო ევროკავშირის მომავალ ენერგოუსაფრთხოებასა და ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობაში საქართველოს როლს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებასა და საგარეო ვაჭრობას.
შეხვედრის ბოლოს, ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა დანიის სამეფოს საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების მხარდაჭერისთვის“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ