ნიკა მაჭუტაძე ოხანაშვილს – სულ წარმომედგინეთ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ რიჩარდ მესამის როლში ყოფილხართ – ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ

მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ] – ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ, – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ნიკა მაჭუტაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ანრი ოხანაშვილს.
„ბატონო ანრი, მცირე შესავლით დავიწყებ, რასაკვირველია, მუხლობრივზეც მაშინვე გადავალ – მე სულ წარმომედგინეთ თქვენ ჰენრი ნავარას როლში, მაგრამ თქვენ რიჩარდ მესამის [როლში ყოფილხართ].
ცუდი არაფერი მითქვამს, ბაკინგემს წამები მაინც აჩუქა და თქვენ ამ ხაბეიშვილს ერთი წამიც არ აჩუქეთ: „რომელი საათია თქვენო მოწყალებავ? ათს წამებიღა აკლია თქვენო ხელმწიფებავ, მაშ, მიჩუქნია ეს წამები თქვენთვის, ბაკინგემ!“ – განაცხადა მაჭუტაძემ.
ოხანაშვილმა მას კითხვის დასმისკენ მოუწოდა.
„ჰენრი მეოთხეზეც არ გადახვიდეთ ახლა, ბურბონებზე, შეკითხვა დასვით! კარგი გადახვევაა, მაგრამ გადადით შეკითხვაზე“- მიმართა ოხანაშვილმა მაჭუტაძეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო