ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა – დოკუმენტი FARA-ზე გამოქვეყნდა

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, -ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.
გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.
გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.
„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს ფირმას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით (ავანსი) განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარკო რუბიოს პასუხზე: ვინც ობიექტურად შეხედა, მოუსმინა, წაიკითხა, ძალიან ზოგადი პასუხი იყო, იქ საერთოდ არ იყო „ქართული ოცნება“, ხელისუფლებაზეც არ იყო საუბარი – ყველგან დააკვირდებიან და გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა არის ანტიამერიკულად განწყობილი და რომელი არა

ერთადერთი დასკვნა, რაც შეიძლება ჩვენ გამოვიტანოთ მარკო რუბიოს დღევანდელი პასუხიდან არის ის, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში არ არსებობს, სწორედ იმ კონტექსტში, როდესაც საუბარი ეხება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს