ნიკა გვარამია: დიდი ბოდიში, მეგობრებო, და ვინც პირანიებივით ესეოდით ყველას, გახარიაზე ეჭვს ვინც გამოთქვამდა, ახლა იგივე სიანჩხლით რომ იძახით …

“დიდი ბოდიში, მეგობრებო, და ვინც პირანიებივით ესეოდით ყველას, გახარიაზე ეჭვს ვინც გამოთქვამდა, ახლა იგივე სიანჩხლით რომ იძახით, გახარია რომ ყავს რომელიმე ფორმატში ოპოზიციას, ის რა ოპოზიციააო – ან ლოგიკის პრობლმა გაქვთ, ან ბავშვური ჟილკობის და უმწიფარობის, ან სინდისის.
2024 წლის ნოემბერში როგორც არ დაწყებულა წინააღმდეგობის მოძრაობა და მაგ დღეს არ მიმხვდარა მთელი საქართველო, რომ ქოცები რუსები არიან, არამედ ძალიან ბევრი ქართველი ძალიან ბევრად ადრე მიხვდა ამას, პირველ რიგში, ისინი, ვინც საღად, პატიოსნად და პატრიოტულად უყურებდა პროცესებს, ზუსტად ასეა ახლა გახარიას შეფასების საქმეც – ვინც მანამდე ვხვდებოდით, მაშინ არ უნდა გვეთქვა ეფემერული “ერთობის” გამო (რომელსაც ყოველთვის თავად გახარია არღვევდა, არღვევს და ყოველთვის დაარღვევს), და ვინც ახლაღა მიხვდა, ისევ ჩვენ გვძრახავს, აქამდე რატომ არ გააგდეთ ყველა ოპოზიციური ფორმატიდანო,” – წერს სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ