ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს

ნეპალი რუსეთს მოუწოდებს, რომ მისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში არ მიიღოს. ამის შესახებ ინფორმაციას ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ნეპალის მთავრობამ განაცხადა, რომ მისი ექვსი მოქალაქე, რომელიც ს ჯარში მსახურობდა, სამხედრო მოქმედებების დროს დაიღუპა.
„ნეპალის მთავრობამ რუსეთის მთავრობას მათი ცხედრების დაუყოვნებლივ დაბრუნება და მათი ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდა სთხოვა“, – აცხადებს ნეპალის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
ნეპალის საგარეო უწყების ცნობით, ნეპალის ერთი მოქალაქე ში ტყვედ ჩავარდა და მის გასათავისუფლებლად მთავრობა დიპლომატიურ ძალისხმევას არ იშურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ბაკურიანში ოლიმპიური მშვიდობის ცეცხლის ანთება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენ ყველას, 45 ევროპულ ქვეყანას, გვაერთიანებს ერთი საერთო მიზანი – ვიცხოვროთ ჯანსაღ, ერთიან და მშვიდობიან ევროპაში