ნელ-ნელა ოპოზიციის ნაწილი ეგუება რეალობას და ცდილობს გრძელვადიანი ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს 2028 წლის არჩევნებისთვის – ვლადიმერ ბოჟაძე

ისეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ბოჟაძემ განცხადებაზე იმის თაობაზე, რომ შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც იქნება ახალი ს მომზადება.
„ასეთი საბჭოს შექმნა, რომელსაც არანაირი შედეგი და ეფექტი არ ექნება არის სწორედ დაპირისპირების მიზეზი, მათ შორის ოპოზიციაში. ახლა ოპოზიცია ვერ ყალიბდება როგორც ჩანს. რადიკალური ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ როგორმე აიძულოს ხელისუფლება ბრჭყალებში დანიშნოს არჩევნები, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ არჩევნები არ იქნება 2028 წლამდე. როგორც ჩანს, ახლა ოპოზიციის ნაწილი ნელ-ნელა ეგუება რეალობასაც და ცდილობს გრძელვადიანი, ოთხწლიანი გეგმა შეიმუშაოს, როგორ მოემზადოს უფრო უკეთესად 2028 წლის არჩევნებისთვის“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ იქ არ ვიყავი, როცა ეს ამბავი მოხდა. ამ დროს თბილისში ვიმყოფებოდი – თუ თავს დაგვესხმებოდა და ჭიქიან ხელს ჩაგვარტყამდა, ბუნებრივია საკადრის პასუხს გავცემდი მეც, ისევე როგორც დიტომ გასცა

მოწმეთა უმეტესობამ გამოძიებას ვერ მიაწოდა ვერანაირი მტკიცებულება, ცალკეულმა მოწმეებმა კი განაცხადეს, რომ არჩევნების გაყალბებაზე მათი განცხადებები ემსახურებოდა პრევენციულ ღონისძიებას – პროკურატურის განცხადება