“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი: ნაცემი რუსთავის საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორმა მთხოვა, აქ ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ოპოზიციონერს რომ ვეხმარებიო

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული გოჩა კაკოიშვილი: ნაცემი რუსთავის საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორმა მთხოვა, აქ ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ოპოზიციონერს რომ ვეხმარებიო
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებულ, „ზილების რევოლუციის“ ერთ-ერთ ფიგურანტ გოჩა კაკოიშვილს უსმენენ, რომელიც მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრობს.
კაკოიშვილის განცხადებით, 2009 წელს, რუსთავში სასტიკად ცემის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა პაპუნა ბახტიძემ მას სთხოვა, წასულიყო, რადგან თავად ბახტაძეს უარეს დღეში ჩააგდებდნენ იმის გამო, რომ ოპოზიციონერს გაუწია დახმარება.
“2009 წელს, რუსთავში არის ჟიული შარტავას მოედანი, იქ დამაგდეს, როგორც შემდეგ თვითმხილველებმა მითხრეს, მოსახლეობამ, ვინც ამ ყველაფერს [ ცემას] ესწრებოდა, იმათ სიტყვებს ვიმეორებ, მოკვდა უკვე ეს შობელძაღლი და დააგდეთო. როდესაც სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადამიყვანეს, საავადმყოფოს დირექტორი გახლდათ პაპუნა ბახტაძე, რომელმაც მთხოვა, გოჩა, საავადმყოფოში ნუ გაჩერდები, შენზე უარეს მდგომარეობაში მე ჩამაგდებენ, ვინაიდან ოპოზიციონერს ვეხმარებიო. რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოზეა საუბარი, [ბახტიძემ] მითხრა, სახლში გამოგიგზავნი ექთანსაც, წამლებსაც არ მოგაკლებ, ოღონდ აქ ნუ გაჩერდები, მე უარესი დღე მომივაო. რა თქმა უნდა, მე იქიდან წამოვედი, გამიარა ამ უბედურებამ, ტკივილებმა და ისევ ჩავერთე პარტიულ საქმიანობაში,” – განაცხადა გოჩა კაკოიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო