“ნაცმოძრაობის” პროცესების შემხედვარეს, მგონია, მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ – არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ტრაგიკომედია სათაურით “ერთხელ “ნაცმოძრაობაში”, მაგრამ იმაზეც ვერ შეთანხმდებიან, ვის მთავარი როლი ექნება, ვის – მეორეხარისხოვანი – მაჭარაშვილი

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე დაპირისპირებას მმართველი გუნდი ეხმაურება – მათი შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა შეუქცევადი პროცესია. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ის, რაც ახლა პარტიაში ხდება, კანონზომიერია.
“ნაცმოძრაობის“ პროცესების შემხედვარეს, მგონია, რომ მძაფრსიუჟეტიან ფილმს ვუყურებ. ისე, არ იქნებოდა ურიგო, გადაღებულიყო ტრაგიკომედია სათაურით “ერთხელ „ნაცმოძრაობაში”. შეიძლება, როლებზეც ვერ შეთანხმდნენ – იმაზეც ვერ შეთანხმდებიან, მთავარი როლი ვის ექნება და ვის – მეორეხარისხოვანი.
რაც „ნაციონალურ მოძრაობაში”, პოლიტიკურ ნაწილში ხდება, კანონზომიერია. თავად ოპოზიციონერებიც აღნიშნავენ, რომ ის, რაც დათესა, იმას იმკის ახლა “ნაცმოძრაობა”. დაშლილი და გაყოფილი რომ არის, ამას თავად „ნაცმოძრაობის” ლიდერებიც აღიარებენ, უბრალოდ, ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, თუ რამდენ ნაწილად გაფორმდება იურიდიულად “ნაცმოძრაობა”. ალბათ, უკვე ბელადიც კი ვეღარ გაარკვევს, რომელი მხარე იქნება მისი მხარდამჭერი,” – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართველებს აქამდე გვეგონა, რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობა ვახტანგ გორგასლის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, ერეკლე მეფის და ჩვენი წმინდა გმირების დამსახურება იყო, ამ პატიოსანმა გვამმა კი, USAID-ის დამსახურებააო

მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის პირველი გულშემატკივარი სახელმწიფოა, კარგია, რომ მან შეწყვიტა შიმშილობა – ის ხალხი, რომელიც შეიძლება მას მეგობრობას ეფიცებოდნენ, სინამდვილეში, მის იარაღად გამოყენებას ცდილობდნენ