გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი

გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი
გახარიას გაქცევას, რეალურად, აქვს ერთადერთი მიზეზი – ეს არის შიში; მას გაუჩნდა დაპატიმრების შიში და ამ შიშის გამო გაიქცა ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედი LIVE-ში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ საკითხზე განსაკუთრებული ღრმა ანალიზის გაკეთება საერთოდ არ ღირს.
„მას აქვს თავისი გზა, ეს არის ქვეყნიდან წასვლის გზა, თუ არჩევნებში მონაწილეობის გზა, ჩვენთვის არ არის საინტერესო. ჩვენთვის ყველა აბსოლუტურად ერთია – გახარია, ხაზარაძე, გვარამია, ნაცმოძრაბა, ყველა აბსოლუტურად ერთია. ყველა იმართება ერთი ხელიდან და ყველა არის უცხოელი აგენტი. დანარჩენი არის ელემენტარული ტაქტიკური თემები, რაც ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის არის მთავარი სტრატეგიული საკითხი ის, რომ ეს აგენტურა ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში, გაიმარჯვა დამოუკიდებელმა, სუვერენულმა ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში და სწორედ ამ პრინციპებით გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება – დემოკრატიის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის პრინციპების მიხედვით და არა აგენტურის მიერ, როგორც ეს იყო ჩაფიქრებული კონკრეტული უცხოელი ჩინოვნიკების მხრიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“