“ნაცმოძრაობაში” ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ბოლოს, შეიძლება, ისე დაიშალონ, კარის გამომჯახუნებელიც აღარავინ შერჩეს – გურამ მაჭარაშვილი

“ნაციონალურ მოძრაობას” პარტიის წევრები ისევ ტოვებენ. ბათუმის, ზუგდიდის, ჭიათურისა და ხობის შემდეგ, ოპოზიციური პარტიიდან ამჯერად კასპის ორგანიზაციის წევრები წავიდნენ.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ორად გაყოფილ პარტიაში დაბნეულობა სუფევს და ვერ ხვდებიან ფორმალური თუ არაფორმალური თავმჯდომარეები რომლები არიან.
“ნაცმოძრაობაში“ ისეთი პროცესები ვითარდება, რომ ბოლოს, შეიძლება, კარის გამომჯახუნებელიც აღარავინ შერჩეს, ისე დაიშალონ. ამიტომაც, შევთავაზეთ ჩვენ “ნაცმოძრაობას“, რაც ახლა რამდენიმე წევრმა დააყენა, რომ ზოგადად გააუქმონ პარტიის თავმჯდომარის პოსტი, გადაიტანონ სააკაშვილის მავზოლეუმში ეს თავმჯდომარის სიმბოლური სკამი და შემდგომ, შეიძლება, ცოტათი დაწყნარდნენ. მაგრამ, ესეც არ უშველით.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ნაცმოძრაობა“, ეს მინიმუმ ორად გაყოფილი პარტია, უკვე ისეთ დაბნეულობას იწვევს, რომ ვერ ხვდებიან ფორმალური თუ არაფორმალური თავმჯდომარეები რომლები არიან,“ – აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ