“ნაციონალურ მოძრაობაში” პროცესებით კმაყოფილი ვარ, კლოუნად წოდებული პირი რაც უფრო დიდხანს იქნება ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე –

კულტურის მინისტრი, “ნაციონალურ მოძრაობაში” შექმნიკლ ვიტარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვითარების “სერიოზულად აღქმა უკვე შეუძლებელია”.
“ძალიან კმაყოფილი ვარ იმ პროცესებით, რაც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარეობს, რაც უფრო დიდხანს იქნება კლოუნად წოდებული პირი ხელმძღვანელი, მით უკეთესად გამოჩნდება მათი რეალური სახე. სერიოზულად აღქმა ამ ყველაფრის უკვე შეუძლებელია.
არც იმას დავმალავ, რომ როგორც მე, ასევე ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე აღარ უკვირდება იმ პროცესებს, რაც ამ პარტიაში მიმდინარეობს. უკვე დიდი ხანია, საქმე გვაქვს ინფანტილიზმისა და არასერიოზულობის დემონსტრირებასთან”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით