“ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და ერთპიროვნულად გამარჯვება

მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე, კლინიკა “ვივამედიდან” დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, იმის გამო, რომ პატარა პარტიების ბარიერს მიღმა დარჩენის საფრთხე რეალურია,
“ნაციონალურ მოძრაობას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და გამარჯვება. “მინდა ვუთხრა ყველას: ახლა დრო აღარ არის წვრილმან საკითხებზე, არაფრის თაობაზე კამათის. უნდა გადავიდეთ უკვე საქმეზე სალაპარაკოდ, იმიტომ რომ, სადამდე უნდა ვილაპარაკოთ მხოლოდ საკუთარ თავზე? მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5-პროცენტიან ბარიერს, რაც იქნება პრობლემატური, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციის და ქვეყნისთვის, მაგრამ ეს საფრთხე არის ძალიან რეალური. ამიტომ, “ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას” მოუწევს ერთპიროვნულად ბრძოლა და ერთპიროვნულად გამარჯვება.”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვისას.
Previous: არ მითხრათ „ახალს“ წარმოადგენსო, ყველამ ვიცით რომ გაქანებული „ნაციონალია“, ჰოდა, ამ გნებავთ „ახალს“ და გნებავთ ძველს, სტრასბურგის სასამართლომ ცელი გამოუსვა და მისი სარჩელი განხილვაშიც არ მიიღო

ასევე დაგაინტერესებთ

თითქმის 8 თვე გავიდა არჩევნებიდან და არანაირი მტკიცებულება არავის წარმოუდგენია იმის შესახებ, თუ სად, რა და ვინ დაარღვია, მხოლოდ გარკვეული აღქმების ფორმირების დონეზე არის საუბარი, რომ არჩევნები გაყალბდა

აწ უკვე ყოფილი ელჩი პოლიტიკურ ღვარძლს ვერ მალავს, ვერ პატიობს ბიძინა ივანიშვილს ქართული ინტერესებით მოქმედებას ან მის მიერ წერილის შინაარსის გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და თუ ასეა, უმჯობესი იქნება, ახალი თარჯიმანი დაიქირავოს