„ნაპოლიში“ კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია – იტალიელი ჟურნალისტი

ტელეწამყვანმა რაფაელე აურიემამ Tele A-ს გადაცემა Si Infuzzi La Network-ში სა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა:

“ნიგერიელი ცენტრფორვარდი “კალიარისთან” მატჩის ბოლოს ვნახე და ძალიან შევწუხდი. სათადარიგოთა სკამზე დაღონებული იჯდა. არ მინდა გუნდის წარუმატებელი შედეგების გამო მან ენთუზიაზმი დაკარგოს.
კვარაცხელიას მომავალი უკვე გადაწყვეტილია. ფეხბურთელის აგენტი პრეზიდენტს გაყიდვაზე მაისში მოელაპარაკება”.
ნიგერიის ნაკრების კაპიტანმა ვილიამ ტროსტ-ეკონგმა Sky Sport-თან განაცხადა, რომ იცის, რომელ კლუბში გადავა ზაფხულში ოსიმენი, მაგრამ ვერ გაამხელს.
წყარო: sportall.ge